ახალი ამბები
ახლგორიდან რუსეთში ოსური ლუდის ექსპორტი დაიწყო
ახალგორიდან რუსეთში ოსური ლუდის ექსპორტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა ალან ალბორთიმ პრესკონფერენცია განაცხადა, რომ ოთხშაბათს 26 000 ბოთლი გაგზავნეს.

მისივე თქმით, რუსულ ბაზარზე ლუდზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედების შემდეგ, ლუდის ბევრმა მწარმოებელმა რუსული ბაზარი დატოვა.

როგორც ცნობილია, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა.

"შეიქმნა გარკვეული ნიშა და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალმთიანი ყელის ლუდსახარშის პროდუქცია დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს რუსეთის ბაზარზე", - თქვა ალბორთიმ.

ყელის ლუდსახარში ქარხანა მდებარეობს ახალგორის რაიონში. პროდუქცია წარმოებულია სავაჭრო ნიშნებით Iryston, Border star, Alanova"

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ქარხანა რუსმა ბიზნესმენმა 2022 წლის დასაწყისში ააშენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები