ახალი ამბები
გორის ძველი ხიდის ბურჯთან მიწის მასა ჩამოიშალა - მერიამ დამატებით მილიონი ლარი გამოყო
მდინარე მტკვარმა წყალუხვობის დროს, გორის ძველი ხიდის ბურჯს პრობლემები შეუქმნა.

ხიდზე წარმოებული რესტავრაციის დროს, ბურჯის სიახლოვეს მიწის მასა ჩამოიშალა.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი თანხით დაიწყება მისი შეკეთება - ხიდისთვის თუ ბულვარისთვის გამოყოფილი თანხით.

ძველი ხიდისთვის თანხა ბიუჯეტიდან 2-ჯერ გამოიყო. პირველი ტენდერის დროს, პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 958 836,3 ევრო იყო.. ეს პროექტი 2022 წელს დასრულდა. 2023 წელს კი ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულებაა 311 500 ლარი.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის ცნობით, ძველი ხიდის შემთხვევაში, პირველი და მეორე ტენდერის გამოცხადების დროს, გამოყენებულია ერთი და იგივე პროექტი. ახალი ტენდერის პირობებში წერია, რომ საჭიროა ხიდის მალის რესტავრაცია. უცნობია, რატომ არ იყო გათვალისწინებული ხიდის მალის რესტავრაცია პირველი ტენდერის დროს.

ანალოგიურად, ორი ტენდერი გამოცხადდა ბულვარისთვისაც, რომელიც ძველი ხიდიდან სასტუმრო ,,გორი ინნამდე'' გრძელდება. ბულვარისთვის მერიამ 2022 წელს 4 მლნ ლარი გამოყო. ამჯერად, მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ კიდევ დამატებით 1,16 მლნ ლარი გამოყო.

ბულვართან დაკავშირებულ ახალი ტენდერის გამოცხადებისას გამოყენებულია ძველი პროექტი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები