ახალი ამბები
,,ჩვენი განსაზღვრული ვადები გვაქვს'' - რატომ აგვიანებს გორში წყალმომარაგების კომპანია რეაგირებას
დღეს, გორში, სასამართლოს ქუჩაზე, დაზიანებული მილის აღდგენა დაიწყეს, საიდანაც სასმელი წყალი ქუჩაში ორი თვის განმავლობაში იღვრებოდა.

ცხელ ხაზზე შესული უამრავი შეტყობინების მიუხედავად, გორის წყალმომარაგების კომპანია სარემონტო სამუშაოებს არ იწყებდა.

კომპანიის წარმომადგენელმა კონსანტინე თავზარაშვილმა Qარტლი.გე -ს განუცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოები დაგვიანებული არ ყოფილა და შეტყობინების შემოსვლიდან განსაზღვრულ ვადებში ჯდება.

"უბრალოდ დაზიანებები ძალიან ბევრია. ასევე კომპანიას აქვს ტექნიკის პრობლემა. ტექნიკური ჯგუფის მანქანა, რომელიც ემსახურებოდა მთელს აღმოსავლეთ საქართველოს, გაფუჭდა და ალბათ კომპანია მალე შეაკეთებს. ჩვენ გვაქვს ჩენი ვადები და ცხელ ხაზზე შეტყობინების შემოსვლიდან იგეგმება სარემონტო სამუშაოები."- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები