ახალი ამბები
2 ადამიანი ემსხვერპლა ავარიას კავთისხევი-ნიჩბისის გზაზე
ავარია მოხდა კავთისხევი-ნიჩბისის გზაზე. დაიღუპა ორი ადამიანი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორის ტერიტორიაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის ჩასაქრობად კასპის სახანძრო სამსახურის მანქანა გამოიძახეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო გზა როგორც კავთისევთან, ასევე ძეგვთან. მოქალაქეებს, ვიდრე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებდნენ, მოცდა მოუწიათ.

,,სად გაგატაროთ, გვამები ყრია გზაზე'' - აცხადებდა ხმამაღლა პოლიციის თანამშრომელი.

მგზავრების გაღიზიანებას იწვევდა ის ფაქტი, რომ პოლიციის თანამშრომლები გზაზე ნაცნობობით უშვებდნენ მძღოლებს. როგორც პოლიციელები აცხადებდნენ, საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, თუმცა მოქალაქეებმა განუცხადეს, რომ საგამოძიებო სამსახურის უფროსი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები