ახალი ამბები
ხიდისთავის სკოლამ 50 წლის იუბილე აღნიშნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სკოლის 50 წლის იუბილე აღნიშნეს.

სადღესასწაულო თარიღის აღსანიშნავად კონცერტი გამართეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა საიუბილეო კვირის განმავლობაში. სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულები გაყიდეს და შემოსული თანხით ხანდაზმულთა სახლს დაეხმარნენ.

როგორც ხანდაზმულთა სახლის ,,შენი თბილი კერის" ხელმძღვანელი ჟუჟუნა წერეთელი აღნიშნავს, ხანდაზმულები მოინახულეს პედაგოგმა თამარ ფხალაძემ და მისმა მოსწავლეებმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები