ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპულ ჯონი ოდიშვილს ტყვიავში დაკრძალავენ
უკრაინაში დაღუპული ჯონი ოდიშვილის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია ფრონტის ხაზიდან.

ამის შესახებ, ოდიშვილის ოჯახის წევრებს მისმა თანამებრძოლებმა აცნობეს. 33 წლის ჯარისკაცი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.

რამდენიმე თვის წინ ბრძოლის ხაზზე დაიჭრა, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდა, კვლავ დაბრუნდა უკრაინაში.

ოდიშვილის ცხედარს მის მშობლიურ სოფელ ტყვიავში ჩამოასვენებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები