ახალი ამბები
კარალეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მესამედ დაიწყება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მესამედ დაიწყება.

ამის შეწახებ გორის .მერიამ თანხა კიდევ ერთხელ გამოყო.

ახალი ტენდერი 101 000 ლარია ღირეებულების სამუშაოს მოიცავს. ეს ის ბაღია, რომლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და დღემდე რამდენიმე კომპანია გამოიცვალა.

კარალეთის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია კონკრეტულად 2020 წელს დაიწყო. იმ პერიოდისთვის გამოყოფილი იყო 161 000 ლარი. კომპანია ,,აღმაშენებელი 2012''-მა სამუშაოები ვერ დაასრულა, თუმცა თანხა თითქმის 95% მიიღო.

მეორე ტენდერის დროს, ხელშეკრულება მერიამ 2022 წლის ნოემბერში დადო. სამუშაოები 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულიყო.

მოგვიანებით, გორის მერის პირველი მოადგილის ნიკოლოზ ღვინიაშვილის რეკომენდაციით, ,,ხაჩასთან'' გაფორმებული ხელშეკრულება დაკორექტირდა. ხელშეკრულების დასრულების ვადად 2023 წლის 28 თებერვალი განისაზღვრა.

თუმცა, საბოლოოდ, შენობა კვლავაც დაუსრულებულია. გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიერ გაგზავნილ პირებს ადგილზე არავინ დახვდა, ხოლო ობიექტი დაუმთავრებელი.

კომპანია ,,ხაჩას'' ხელმძღვანელია ალექსანდრე ხაჩიურია.

საზედამხედველო კომპანიამ გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აცნობა, რომ ,,ხაჩამ'' მხოლოდ სამუშაოების 51%-ი შეასრულა. სულ ტენდერით თითქმის 40 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შავ სიაში ,,ხაჩას'' მოხვედრა მოითხოვა. თუმცა, ,,ხაჩა' მხოლოდ გაფრთხილება მისცეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები