ახალი ამბები
ღვარცოფმა ღართა-ალექსანდრესწყაროს გზა დააზიანა
ხაშურში ღართა-ალექსანდრესწყაროს გზაზე სანიაღვრე მილი ჩაიხერგა, რის გამოც გაჩნდა საშიშროება, რომ მოვარდნილი ღვარცოფი გზას წაიღებს და სამი სოფელი გზის გარეშე დარჩება.

ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი "ხაშური ჩემი ქალაქია" ავრცელებს.

სოფელ ღართაში, მერის წარმომადგენელი მურმან გოგოლაძე, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გზა უახლოეს დღეებში გაიწმინდება.

"სოფლამდე მისასვლელი გზა ჯერჯერობით არის, არ ჩაკეტილა. თუმცა გადაუღებელი წვიმების შედეგად მოვარდა ღვარცოფი, რამაც გაჭედა სანიაღვრე მილი და სავალი გზის ნაწილი დატბორა. ისეთი წვიმები იყო ლამის სოფლები წაიღო, ეს გზა კი ხვალ ან ზეგ აუცილებლად გაიწმინდება."-აღნიშნა მურმან გოგოლაძემ.

ცნობისათვის, ალექსანდრესწყაროში თანამედროვე სოფლის გაშენება იგეგმება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები