ახალი ამბები
შიდა ქართლში სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი 6 კომპანია დააჯარიმეს
შიდა ქართლში სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი 6 კომპანია დააჯარიმეს.

ამის შესახებ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს. დაჯარიმებულები არიან: შპს ,,ფემილი ფარმ'', შპს ,,ჩერი.ჯე'', შპს ,,ე.ი.ლ.ჯ'', შპს ,,აღმაშენებელი'', ინდ. მეწარმე ელიზბარ ძამელაშვილი და ფ/პ ზურაბ ონიაშვილი

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი გელაშვილმა გვაცნობა, კომპანიებმა არ წარმოადგინეს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიში:

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტები ვალდებული არიან ყოველწლიურად 01 აპრილიდან 01 მაისამდე წარმოადგინონ სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიში. ვინაიდან, 2023 წლის 01 აპრილიდან 01 მაისამდე პერიოდში ვალდებულება არ იქნება შესრულებული წერილში მითითებული სუბიექტების მიერ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და განსახილველად გაიგზავნა გორის რაიონულ სასამართლოში.'' - აღნიშნავს სააგენტოს წარმომადგენელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები