ახალი ამბები
ადვოკატის განცხადებით, მეუღლემ ცოლს დედულეთში წასვლა აუკრძალა
ქალმა, რომელსაც მეუღლემ დედის სამშობლოში წასვლა აუკრძალა, განქორწინება გადაწყვიტა.

ადვოკატის განცხადებით, სწორედ ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ.

,,ამჟამად, მიმდინარეობს საკითხის გარკვევა იმის შესახებ, თუ რომელ დღეებში იქნება ბავშვი დედასთან ან მამასთან'' - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის განცხადებით, რომელიც სამოქალაქო საქმეებზე მუშაობს, მსგავსი პრაქტიკა არ შეხვედრია.

,,ქალს უნდოდა დედის სამშობლოში წასვლა. მისი დედულეთი სხვა რეგიონია. ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ განქორწინება მომხდარიყო.

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის მუხლით, 2021 წელს 438 ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო 2022 წელს 429 ფაქტზე.

სახელმწიფო იურიდიული სამსახურის ცნობით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დარღვევას უგულვებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები