ახალი ამბები
გორში ამერიკელი მოჭიდავეები იმყოფებიან
რამდენიმე დღეა, ნიუ-იორკის ჭიდაობის სკოლის ხელმძღვანელი ვალენტინ კილინკა ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მისი სკოლის წარმომადგენლები გორში იმყოფებიან.

ვალენტინ კილინკა იმასაც წერს, რომ ეს არის საზაფხულო სკოლა, რომელში გაწევრიანებაც აშშ-ში ნებისმიერ დამწყებ სპორტსმენს შეუძლია. საზაფხულო სკოლაში გასაწევრიანებლად სპორტსმენებს, როგორც ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, 3000 დოლარი უჯდებათ.

ვიდოების მიხედვით, ამერიკელ მოჭიდავეებს მასტერკლასებს უტარებენ გორის მოქმედი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ასევე საქართველოს სხვა ცნობილი მოჭიდავეები - გენო პეტრიაშვილი და ბექა ბუჯიაშვილი.

,,ნიუ-იორკის ჭიდაობის რეგიონალური ცენტრი"" 2017 წელს დააფუძნა უკრაინელმა სპორტსმენმა – ვალნტინ კილინკამ. მსგავსი სკოლა კილინკას უკრაინაშიც აქვს გახსნილი. მერობამდე ლადო ხინჩეგაშვილი უკრაინის სკოლის ხშირი სტუმარიც იყო

ნიუ-იორკის ჭიდაობის სკოლაში საქართველოდანაც ხშირად მიდიან, მათ შორის გორიდან. მაგალითად, ამ სკოლაში გაიარეს ტრენინგები – გორის სპორტის სკოლის წარმომადგენელებმა – დათო ტლაშაძემ, ბექა ბუჯიაშვილმა და სხვებმა. ამჟამად, ამ სკოლაში ავთანდილ კეჭაღმაძე მუშაობს.

ოფიციალური საიტიდან ირკვევა, რომ ნიუ-იორკის სკოლის მოსწავლეები საქართველოშიც ხშირად ჩადიან, კერძოდ სკოლის დამფუძნებელმა გორში საზაფხულო ბანაკი ჩამოაყალიბა, სადაც ამერიკელი სპორტსმენები გორელ თანატოლებთან ერთად ვარჯიშობენ. მერად არჩევამდე ამ პროცესს გორში ლადო ხინჩეგაშვილი კურირებდა.
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები