ახალი ამბები
გორელ მწერალსა და ჟურნალისტს ოლია ბრაგვაძეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა
საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, ოლია ბრაგვაძეს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა.

აღნიშნული გადაწყეტილება მწერალთა კავშირმა ოლია ბრაგვაძის დაბადების დღეს გააჟღერა.

დღეს გორელ მწერალსა და ჟურნალისტს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა.

,,ნამდვილად არსებობს სამოცდათხუთმეტი, მაგრამ ჩემთან რა უნდა ამას, ვერ ვიგებ. უკვე დაწყებულია თუ ამის შემდეგ იწყება სიბერე? კარგით რაა, რა დროს სიბერეა, როცა ბევრი მაქვს მოსაქარგი, ცოტაოდენიც დასაწერი. მოკლედ ბევრი გეგმები მაქვს განსახორცილებელი და მე მათ აუცილებლად შევასრულებ. დავიწყე ილიას მოქარგვა ,მერე მოჰყვება აკაკი, ისევ ვაჟა და გალაკტიონი.'' - წერს ოლია ბრაგვაძე.

ვიდეოარქივიდან:


Print

სტატიის გამოყენების პირობები