ახალი ამბები
,,ქალის ტანსაცმლის კერვა'' - 12-კვირიანი სწავლების პროგრამა კასპში
უკვე მე-6 კვირაა, რაც კასპში 15 მსმენელი ახალ პროფესიას უსასყიდლოდ ეუფლება.

მსმენელები ჩართულები არიან ახალ პროგრამაში "ქალის ტანსაცმლის კერვა". აღნიშნული პროგრამა კასპის პროფესიულ კოლეჯში ხორციელდება.

,,ამ დროისთვის, მსმენელებმა უკვე შეისწავლეს მანქანური ნაკერებისა და ტანსაცმლის დეტალების საწყისი დამუშავება, ქალის ტანსაცმლის კონსტრუირების მეთოდები და ქვედაბოლოს მასალაში შესრულება.'' - აღნიშნავენ კოლეჯში.

12 კვირიან პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ კი წარმატებული კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს მიიღებენ, რაც მათ სამკერვალო საწარმოებში მარტივად დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დაეხმარება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები