ახალი ამბები
რესტორან "ნაჭარმაგევში" მომხდარ ჩხუბის ფაქტზე 6 პირი დააკავეს
გუშინ ღამით რესტორან "ნაჭარმაგევში" ჩხუბი მოხდა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ადგილზე მისული საპატრულო ეკიპაჟი თავიდან მათ გაშველებას არ ცდილობდა და მხოლოდ მას შემდეგ ჩაერია, რაც დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.

მომხდარს შსს ადასტურებს და ამბობს, რომ  აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები