ახალი ამბები
28 და 29 ივნისს ხაშური-აწყურის გზის მონაკვეთზე შეზღუდვები წესდება
2023 წლის 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის კმ 1-კმ 50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტანტი ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი, ხაშური-ახალციხე-ვალეს სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

გზების დეპარტამენის განცხადებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რაც შეეხება აწყური-ვალეს მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები