ახალი ამბები
ქვემო ჭალაში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა.

UNDP-ს ცნობით, ღონისძიება ევროკავშირთან და ორგანიზაცია "კონასთან" ერთად გაიმართა.

ახალი საზოგადოებრივი სივრცით გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს.



,,ბავშვებსა და მოზარდებს ახლგაზრდული ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამოქალაქო ჩართულობის ინიციატივებს შესთავაზებს, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლები ამ თანამედროვე და კეთილმოწყობილ სივრცეს შეხვედრებისა და ტრენინგების ჩასატარებლად გამოიყენებენ.



გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, რადიცა ნუსდორფერი და კრისტი რაიდმა, და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ანნა ჩერნიშოვა.

ახალგაზრდული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში. ევროკავშირი და UNDP მომავალშიც გააგრძელებენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ხელშეწყობას, როგორც შიდა ქართლში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები