ახალი ამბები
ხაშურში 5 ბავშვისთვის საზაფხულო ბაღს არ ხსნიან
ხაშურის მუნიციპალიტეტში საზაფხულო ბაღი არ იფუნქციონირებს, რადგან მსურველი მხოლოდ 5 აღსაზრდელია.

ამის შესახებ, "ქართლის ამბებს" ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ფინანსურმა მენეჯერმა, აკაკი ჯამბაზიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საზაფხულო ბაღში, რეგისტრაციის მსურველი 20 აღსაზრდელი მაინც უნდა იყოს, რომ ხაშურელ ბავშვებს საზაფხულო ბაღი ჰქონდეთ.

"წელს არ გვექნება საზაფხულო ბაღი, რადგან რეგისტრაცია მხოლოდ 5-მა ბავშვმა გაიარა და 5 აღსაზრდელისათვის ბაღს ვერ გავხსნით. ყველაფერს ტენდერის გამოცხადება სჭირდება და ძნელია 5 ბავშვისთვის ამხელა ბაღის ამუშავება. შარშანწინ კი გვქონდა, რადგან რეგისტრაცია 17-მა ბავშვმა გაიარა, თუმცა მალევე დავხურეთ იმიტომ, რომ მხოლოდ 9 აღსაზრდელი დადიოდა."-გვითხრა აკაკი ჯამბაზიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები