ახალი ამბები
ცხინვალში 7 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ქალაქ ცხინვალში 7 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ბავშვს დაზიანება თავის არეში აღენიშნება და ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუდგინდა.

ავტომანქანას 23 - წლის ბიჭი მართავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს 20:30 სთ-ზე მოხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები