ახალი ამბები
მყუდრო ბიბლიოთეკა, სადაც ზღვაა საკითხავი
თუ ბრიტანელი პოეტის ვოლტერ ლანდორის მსგავსად, ბიბლიოთეკების დალაშქვრა თქვენთვისაც ყველაზე სასიამოვნო პროცესია ("Nothing is pleasanter than exploring a library“ - Walter Savage Landor), აუცილებლად ეწვიეთ საქართველოს უნივერსიტეტის თანამედროვე, ფერად, მყუდრო და რაც მთავარია ბევრი საინტერესო და გამორჩეული წიგნით დახუნძლულ ბიბლიოთეკას.

როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მენეჯერი ქეთი ქიმერიძე ამბობს, ბიბლიოთეკა სტუდენტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.


„ჩვენ ვაწარმოებთ დღიურ სტატისტიკას და საშუალოდ დღის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა 300 სტუდენტსაც კი აღწევს, რომელთა შორის არიან როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სტუდენტები. გარდა ამისა, ძალიან ვამაყობთ როცა სხვა დაინტერესებული პირები მოგვმართავენ ისეთ წიგნებთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ჩვენს ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი“.

თინი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია, და როგორც ის ამბობს ძალიან ხშირად სარგებლობს ბიბლიოთეკაში არსებული რესურსებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ მე საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების სტუდენტი ვარ, ხშირად ვსარგებლობ ბიბლიოთეკით. თითქოს ინტენეტმა გაამარტივა საჭირო ინფორმაციის მოძიება, მაგრამ ვთვლი რომ ჩვენს ბიბლიოთეკაში არსებული სახელმძღვანელოები უფრო კარგი შესაძლებლობაა სწორი პასუხების მისაღებად“.

საქართველოს უნივერსიტეტის მიზანია განათლება ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი და მოსახლეობას მიაწოდოს ის ბენეფიტი, რომელიც მათთვის გამოსადეგია განათლების მიღებისა და სიახლის გაცნობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკაში ქართული და ინგლისურ ენაზე არსებული სახელმძღვანელოების გარდა შეხვდებით ფრანგულ, იტალიურ, ბერძნულ, ებრაულ და სპარსულ ენებზეც კი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები