ახალი ამბები
,,მარილი დამაქვს ჯიბით'' - თელიას მორიგი საჩვენებელი ჩხრეკა გორში
შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა ვალერი თელიამ და მისმა თანამშრომლებმა გორში მორიგი საჩვენებელი ჩხრეკა ჩაატარა.

პოლიციელებმა, შინდისის გმირების ქუჩაზე მამაკაცი დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცს კამერების წინ გაურკვეველი ნივთიერება ამოუღეს. თავად დაკავებული აცხადებს, რომ ჯიბით მარილი მიჰქონდა.

"მარილის გამო დამაკავეს", - დაკავებულმა მხოლოდ ამის თქმა მოასწრო, იქამდე სანამ პოლიცია მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანდა.

დაკავებულის მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახს კარგად არ იცნობენ, რადგან ისინი რამდენიმე თვის წინ გადმოვიდნენ საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსში.

"სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა საპოლიციო ღონისძიებები. გორში ერთ პირს ჩაუტარდა ჩხრეკა, აღმოჩენილი იქნა გარკვეული ნივთიერება, რომელიც გაიგზავნება ექსპერტიზაზე", - განაცხადა თელიამ.

დაკავებების სერია თბილისში, გორსა და ქუთაისში დილის 8 საათიდან დაიწყო. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ნარკოდანაშაულისთვის არასრულწლოვანი - 15 წლის ბიჭი დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები