ახალი ამბები
2-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს
2-დღიანი ძებნის შემდეგ ლიახვში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს. დინებამ ის მდინარე მტკვრისკენ გაიტაცა.

დღეს დილიდან სოფელი თედოწმინდიდან გორამდე, მიმდინარეობდა მდინარე ლიახვის ზედაპირის დათვალიერება.

სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო 2 მცურავი, დრონით აღჭურვილი საფრენი აპარატი, 15 მეხანძრე-მაშელი და თბილისიდან გამოგზავნილი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების 6-კაციანი ჯგუფი, მათ შორის 2 მყვინთავი.

დაღუპულია 22 წლის მამაკაცი. როგორც თედოწმინდელები ამბობენ, ბიჭები მდინარე ლიახვის სანაპიროზე დევნილთა დასახლებიდან მივიდნენ. თედოწმინდელები იმასაც აღნიშნავენ, რომ არ იყო საბანაო ადგილი, რადგან მდინარე ადიდებულია და სწრაფი დინება აქვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები