ახალი ამბები
ხაშურელ მილიონერ დეპუტატს გაცდენების გამო ხელფასიდან 462 ლარი დაუქვითეს
ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მილიონერმა ზაალ დუგლაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომები არასაპატიო მიზეზით 6-ჯერ გააცდინა - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშში, რომელიც 2022 წლის საპარლამენტო საქმიანობას ეხება.

ამავე ანგარიშის მიხედვით, დუგლაძეს ხელფასიდან გაცდენების გამო 462 ლარი დაუქვითეს.

ზაალ დუგლაძე არის შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" დამფძნებელი; 2013-2020წწ. შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანია" - გენერალური დირექტორი.

2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".

ზაალ დუგლაძეს დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს დეპოზიტზე ჰქონდა 380 000 დოლარი და 170 000 ლარი, ხოლო დამატებით, შემოსავლის სახით მიიღო 350 000 ლარი. 2022 წლის დასაწყისში, ეს თანხა ჯამში შეადგენდა 1 მლნ 600 000 ლარს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები