ახალი ამბები
,,რენტგენი 3 წელია არ მუშაობს'' - რა პრობლემები აქვთ ცხინვალის საავადმყოფოში
ცხინვალის საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში რენტგენის აპარატი 3 წელია მწყობრიდანაა გამოსული. ამის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა საავადმყოფოში მისულ ალან გაგლოევს განუცხადა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ის პერსონალი გააკრიტიკა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამედიცინო დაწესებულების აღჭურვილობაზე.

გაგლოევმა ხელმძღვანელობას მოსთხოვა წარმოადგინონ სრული სია, თუ რა ჭირდება კლინიკას.

აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში გაუმართავია სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა, რომელიც მოთხოვნადია როგორც საავადმყოფოში, ასევე პოლიკლინიკაში.

როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა ალან გაგლოევს განუცხადა, რუსეთის სანქციების გამო, უცხოელ მწარმოებლებთან ურთიერთობის პროცესები გართულდა.

,,ამ შემთხვევაში ფინანსური პრობლემა არ გვაქვს, რენტგენის აპარატის მუშაობისთვის მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა გვჭირდება.''- განაცხადეს საავადმყოფოში.

საავადმყოფოში შესაკეთებელია ვენტილატორებიც კი.

თერაპიულ განყოფილებაში აღნიშნეს, რომ ერთ კვირაში დაიწყებს მუშაობას გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციებისათვის საჭირო დანადგარები.

საოპერაციო განყოფილებაში საანესთეზიო-რესპირატორული აპარატი მწყობრიდან არის გამოსული. ჟანგბადის სენსორები და ნაკადის სენსორები წელიწადნახევრის წინ ჩაიშალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები