ახალი ამბები
ლიანდაგების დატბორვის გამო დასავლეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია
ლიანდაგების დატბორვის გამო დასავლეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, უხვმა ნალექმა ლიანდაგები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბის მიმდებარედ არსებული ლიანდაგები დატბორა:

"ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა. ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია.

კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას", — აცხადებს საქართველოს რკინიგზა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები