ახალი ამბები
განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი გამართლდა - გორი
1956 წელს დაბადებული გორელი მამაკაცი გურამ ძამანაშვილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 7 წელი ჰქონდა მისჯილი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა.

როგორც მისი დამცველი ადვოკატები დავით მჭედლიშვილი და კახა კალმახელიძე აცხადებენ, პროკურატურა არ იყო კმაყოფილი 7-წლიანი პატიმრობით და უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გორის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გააუქმა და მსჯავრდებულს განზრახ მკვლელობის მუხლი გაუუქმა.

რაც შეეხება ფაქტს, გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ამის შესახებ ,,ქართლის ამბები'' წერდა. ეს ის საქმეა, სადაც პოლიციელებს შემთხვევის ადგილზე დანა დარჩათ. თუმცა, პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანა.

ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, ძამანაშვილი იმყოფებოდა თავის სახლში, სადაც თავს სწორედ ამ დანით დაესხნენ, ხოლო პოლიციამ გაავრცელა ვერსია, თითქოს ძამანაშვილმა ძმებს კორპუსის ეზოში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

,,როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, სწორედ ამ საწოლზე თავს დაესხნენ გურამ ძამანაშვილს, კერძოდ ძმები - ქ-ები, მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა. აქვე, როგორც ძამანაშვილი ყვება, მოგერიების მიზნით.'' - აღნიშნავს ადვოკატი კახა კალმახელიძე.

შს სამინისტროს იტყობინებოდა, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს 1956 წელს დაბადებული ძამანაშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, ქალაქ გორში, თავისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1967 წელს დაბადებული ს.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები