ახალი ამბები
ხაშურში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ნაგვის ურნებს ხელით ცლიან
ხაშურში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ნაგვის ურნებს ხელით ცლიან.

ამის ამსახველი ვიდეო ,,ტიკ-ტოკზე'' გავრცელდა.

ვიდეოზე ჩანს, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი ნარჩენებს ურნიდან იღებს, ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე, რითიც საფრთხე ექმნება მის პირად ჯანმრთელობას.

ასევე, ჩანს, რომ თანამშრომლები მცირე ზომის ნარჩენებს ჯერ მუყაოს ყუთში აგროვებს, შემდეგ მიაქვს მანქანასთან და აწვდის მეორე თანამშრომელს. მეორე თანამშრომელი კი ყუთს ცლის მანქანაზე და შემდეგ ისევ აწვდის ურნასთან მყოფ პიროვნებას.

ცნობისათვის, ხაშურის ხელისუფლებაში ორი მილიონერი ჩინოვნიკია არჩეული - ერთი მეღვინე ზაალ დუგლაძე, მეორე ჯართის ბიზნესმენები ლევან გამრეკელი. ასევე, ცნობილია, რომ ხაშურში მილიონერები ეპარქიას 150 000 ლარიან მანქანებს ჩუქნიან. ასევე, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, მათი საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები