ახალი ამბები
,,ნუ წაუკიდებთ ბალახს ცეცხლს'' - რკინიგზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებენ
საქართველოს რკინიგზის სალიანდაგო სამმართველო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ლიანდაგის გასწვრივ არსებულ ბალახს ცეცხლს ნუ მოუკიდებენ.

ამის შესახებ განცხადებას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელისა და უფლისციხის თემის ადმინისტრაცია აკეთებს.

სოფელი ქვახვრელი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომლის შუაში რკინიგზა გადის.

,, შესაძლო ხანძრების თავიდან აცილების მიზნით, სალიანდაგო სამმართველოს ხელმძღვანელობა გვაფრთხილებს ქვახვრელის და უფლისციხის მოსახლეობას, რათა ლიანდაგთან ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოხდეს ნარჩენების დაწვა, რომ საფრთხე არ შეექმნას მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ რათა არ მოხდეს თქვენი დაჯარიმება.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები