ახალი ამბები
გორში 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ
გორში, ეროვნული მოძრაობის ის წევრები შეიკრიბნენ, რომლებიც 1989-90-იან წლებში პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში იყვნენ.

როგორც ერთ-ერთი მათგანი, თამაზ მაყაშვილი აცხადებს, ფოტოზე წარმოდგენილნი არიან ერთ დროს სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანები.

,,90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის გორელი " ვეტერანები" შევიკრიბეთ, ვისაც ხმა მივაწვდინეთ, ბევრი რამ გავიხსენეთ, კარგიც, ცუდიც, დღევანდელი გადასახედიდან გავაანალიზეთ ჩვენი განვლილი პოლიტიკური გზა, მშვიდად ვისაუბრეთ, შეგვძლებია /მშვიდად საუბარი/.'' - აცხადებს თამაზ მაყაშვილი.

თამაზ მაყაშვილი ედპ-ს წევრი იყო. მისი ინფორმაციით, მომავალი შეხვედრა ტანის ხეობაში, სოფელ ორმოცში გაიმართება, სადაც საოჯახო სასტუმრო ,,მთის ბროლია'' გაკეთებული.

,,მაშინ მართალია, სხვადასხვა პარტიაში ვიყავით, გვქონდა დაპირისირება, კამათი, ჩხუბი...მაგრამ გვქონდა ერთი.. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია... მართალია სხვადასხვა გზას ვირჩევდით, მაგრამ ჩვენი არჩევანი ყოველთვის ,,რომში მიდიოდა,,... ბევრვს ვერ დავუკავშირდით, ბევრი ქვეყანაში არ არის ფიზიკურად..'' - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეხვედრის მონაწილეთა ინიციატივას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. მომდევნო შეხვედრა ტანის ხეობაში გაიმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები