ახალი ამბები
კასპში ენმ-ს წევრებს თავს დაესხნენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაასახელა იმ ადამიანების ვინაობები, რომლებიც კასპში ენმ-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ, მას და პარტიის წევრებსა ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ზურა ჩიტიშვილი- საკრებულოს აპარატის უფროსი კასპში
ბადრი ჯანიაშვილი- საკრებულოს დეპუტატი [ ქართული ოცნებიდან] კასპში
ალექსანდრე ბიძინაშვილი- კასპის საკრებულოს წევრი
მარეხი ყამბეგაშვილი- სპეციალისტი მერიაში
ილია ნონიაშვილი - მერიაში სპეციალისტი კასპში
გიული ყოჩიშვილი- კულტურის სახლის სპეციალისტი
დავით ალექსიძე- აიპის თანამშრომელი კასპში


შორენა გორგილაძე- გორის მერია
მაია შკუბულიანი- გორის კულტურის აიპი
დათო ნადირაშვილი- ქარელის აიპი
ზაზა კოპაძე- ქარელის აიპის თანამშრომელი

,,მეტიც, თბილისიდან ჩაყვანილი ჰყავდათ, გურამ ყანტორელაშვილი, ცნობილი სუს-ის ნასეტკა, რომელიც პუტინის დედის გინების გამო მიუვარდა თავის დროზე გაბუნიას."- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

* * *

ტვ ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების მომხრეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც კასპში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩავიდნენ. ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის პოლიციის უფროსი.

ლევან ხაბეიშვილი კასპში საპენსიო რეფორმის პრეზენტაციის გასამართად ჩავიდა, ადგილზე კი მას საჯარო მოხელეები და აგრესიული ჯგუფები ორგანიზებულად დახვდნენ.

"ნაწილი აიპებიდან არიან და ნაწილი უბრალოდ მხარდამჭერები. ალყაში ვყავართ მოქცეული. გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა ადგილზე მოვიდა მხოლოდ 2 ადამიანი და რეაგირება არ აქვთ", - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი.

ფაქტს თავად ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები მას ყველა რეგიონში დაჰყვებიან და მისი შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები