ახალი ამბები
ყველაზე რეიტინგული კერძო უნივერსიტეტი საქართველოში /R/
ყოველი წლის ამ დროს, როდესაც აბიტურიენტები უნივერსიტეტების არჩევის ეიფორიაში არიან, ყველას ინტერესი ერთი მიმართულებითაა გაძლიერებული, შეარჩიონ საუკეთესო - სადაც საკუთარი შესაძ-ლებლობების რეალიზებას მაქსიმალურად შეძლებენ.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ ვინ ადგენს უნივერსიტეტის მაღალ დონეს და რა საშუალებებით იზომება უნივერსიტეტის ხარისხი. ამ კითხვას პასუხს ყოველწლიურად საერთაშორისო მარეიტინგებელი ორგანი-ზაცია ვებომეტრიქსი სცემს. კერძოდ, წელიწადში ორჯერ ორგანიზაცია იკვლევს მსოფლიო მასშტაბით უნივერსი-ტეტების ჩართულობას სხვადასხვა კვლევით საქმიანობაში. უკვე რამდენიმე წელია, ორგანიზაციის კვლევის თანახმად - საქართველოს უნივერსიტეტი საუკეთესო ათეულშია, კერძო უნივერსიტეტბს შორის კი - პირველ ადგილს იკავებს ამიერ კავკასიაში.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, კონსტანტინე თოფურიას და მისგან გავიგეთ დეტალურად თუ რატომაა საქართველოს უნივერსიტეტი პირველ ადგილზე და რას ნიშნავს ეს სტუდენტებისთვის.

"ვე­ბო­მეტ­რიქ­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გის შე­ფა­სე­ბი­სას იყე­ნებს შე­ფა­სე­ბის რო­გორც პირ­და­პირ ისე ირიბ მე­თო­დებს. პირ­და­პი­რი მე­თო­დით ახ­დენს უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის დო­ნის შე­ფა­სე­ბას, შე­ის­წავ­ლის რა მათ სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ცოდ­ნის გა­და­ცე­მას და სხვა აქ­ტი­ვო­ბებს, კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა წარ­მა­ტე­ბას და ა.შ. აქ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია შე­ფა­სე­ბის ირი­ბი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი.

იკვლევენ, რამდენად მაღალია დასაქმების მაჩვენებელი კურსდამთავრებულებში, აგრეთვე უნივერსიტეტის საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობის მაჩვენებელს, რაც გულისხმობს არსებულ გაცვლით პროგრამებს - უნივერსიტეტებთან მემორანდუმების მეშვეობით. საქართველოს უნივერსიტეტში კი - მაჩვენებლები უპირობოდ იძლევა იმის საბაბს, რომ პირველ ადგილს ვიკავებდეთ.

მაშინ, როდესაც კურსდამთავრებულთა 96% დასაქმებულია და 50-ზე მეტი უნივერსიტეტის პარტნიორი ვართ, მსოფლიო მასშტაბით, ცალსახაა, რომ უნივერსიტეტი რეგიონში საუკეთესო ხარისხს დებს."

ბატონო კონსტანტინე აღნიშნეთ, რომ კვლევა პროფესორ-მასწავლებლების მაღალკვალიფიცურობასაც ითვალისწინებს, ამ საკითხზეც რომ გვესაუბროთ.

"დიახ, ითვალისწინებს, რადგან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში ასწავლიდნენ დარგში პროფესიონალები, რომლებიც საკუთარი სამსახუროებრივი გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში. საქართველოს უნივერსიტეტის ყველა ლექტორი პრაქტიკულად არის იმ სფეროში დასაქმებული, რის შესახებაც ახალგაზრდებს თეორიულ განათლებას აძლევს. ეს დეტალი სტუდენტებისთვის დასაქმების საშუალებებს ერთი ორად ზრდის, იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ ლექტორის დახმარებით ჩაერთნონ პრაქტიკულ სამუშაოში. მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ქართულ თუ საერთაშორისო შრომით ბაზარზე ყველაზე კონკურენტუნარიები გახდნენ პროფესიის როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნით.

ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა, რომ კავკასიის რეგიონში საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის ათეულში ვართ, ხოლო როგორც კერძო უნივერსიტეტი - პირველ ადგილს ვიკავებთ, საამაყო და ამასთან დიდი მოტივაციის მომცემია,რათა უფრო განვვითარდეთ, ყველაზე საპასუხისმგებლო სფეროში და გავცეთ საუკეთესო ხარისხის განათლება."
Print

სტატიის გამოყენების პირობები