ახალი ამბები
რაგბის მოედანი ხაშურში
ხაშურელი მორაგბეები სიცოცხლისათვის რისკის შემცველ სტადიონზე ვარჯიშობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის სარაგბო კლუბის "ლეგიონის" მთავარი მწვრთნელი, დავით სტეფანოვი ავრცელებს.

ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, რაგბის კავშირს უნდა დაეწყო.

კერძოდ, 2022 წლის ივნისში, ხაშურის მერიამ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის მიხედვითაც ქალაქში მულტიფუნქციური სარაგბო კომპლექსი უნდა აშენებულიყო.

"მემორანდუმი გაფორმდა, მაგრამ რაგბის სტადიონი უნდა ააშენოს საქართველოს რაგბის კავშირმა. ხაშურის მერია საქმის კურსში ვერ იქნება მათ გეგმებთან დაკავშირებით"-ამბობს ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო სუხიაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები