ახალი ამბები
დოესის ამბულატორიაში მოქალაქეებს უფასო კარდიოლოგიურ მომსახურებას გაუწევენ
დოესის სასოფლო ამბულატორიაში, კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პირთა, უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართება.

ამის შესახებ, ინფორმაციას, კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"აქცია 15 ივლისს გაიმართება და პაციენტებს მომსახურებას "თბილისის გულის ცენტრის" სამედიცინო პერსონალი გაუწევს. პაციენტთა მიღება იწარმოებს 10:30 საათიდან"-აღნიშნულია განცხადებაში.

უფასო სამედიცინო აქციით სარგებლობა შეეძლება სოფელ დოესის, გრაკალის, თელიანის და სასირეთის მოსახლეობას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები