ახალი ამბები
გორში მე-3 სართულიდან ბავშვი გადმოვარდა
გორში, კომბინატის დასახლებაში მე-3 სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.

5 წლამდე ასაკის ბავშვს, ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

"სასწრაფოს დაგვიანების გამო, ბავშვი მამამ თავად წაიყვანა კლინიკაში. რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო, შემდეგ ტირილი დაიწყო"-ამბობს თვითმხილველი.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მიღებული აქვს ქალა-ტვინის ტრავმა.

,,იგეგმება მცირეწლოვანი პაციენტის რეფერირება თბილისში ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.'' - აღნიშნავენ კლინიკაში.

დღეს დილით, გორში, კორპუსის მესამე სართულიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე მშობელმა საავადმყოფოში გადაიყვანა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები