ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ბავშვებისთვის ბანაკი მოწყო
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი მოწყო.

სააგენტო რესის ცნობით, ბანაკი ჯავის რაიონის სოფელ ზღუბერშია განთავსებული.

„ასეთი საზაფხულო ბანაკის გამართვა სპეციალურად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ბავშვებისთვის პირველად ტარდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რადგან ასეთ ოჯახებს აუცილებლად სჭირდებათ ყურადღება, განსაკუთრებით ბავშვებს. დაკარგულთა ახლობლებისთვის ცხადი გახდეს, რომ ისინი მარტო არ არიან და ბევრია, ვისაც მათი ესმით და იზიარებს მათ ტკივილს. ეს შეიძლება იყოს მათთვის მნიშვნელოვანი“, - განუცხადა სააგენტო რესს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ინალ ტასოევმა.

ბავშვებისთვის ტარდება სხვადასხვა სახის აქტივობები.

„აქ ბავშვები პირველ რიგში ისვენებენ, თამაშობენ, დადიან ლაშქრობებზე, ექსკურსიებზე. ბავშვებისთვის ყოველი დღე სავსეა ახალი შთაბეჭდილებებითა და გამოცდილებით, რომლებიც აერთიანებს და აახლოვებს მათ. ჯერჯერობით ყველას აქვს მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილებები ბანაკიდან. ასე, რომ მომავალ წელსაც ვეცდებით იგივე ბანაკის მოწყობას“, - დასძინა მან.

ბანაკის ორგანიზებას მხარს უჭერენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC), დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სპორტული კომიტეტი და ა.შ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები