ახალი ამბები
გორის მესამე სკოლის ყოფილი პედაგოგი აღნიშნავს, რომ დირექტორი საკუთარ მანქანას თანამშრომელს არეცხვინებს
გორის მესამე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის თეა კეჩხუაშვილის ცნობით, სკოლის დირექტორი საკუთარ მანქანას სკოლის ეზოში თანამშრომელს არეცხვინებს.

ამის შესახებ ფოტო რედაქციას გამოუგზავნა.

,,ეს არის მესამე სკოლის დირექტორის მანქანა, რომელსაც რეცხავს ამავე სკოლის თანამშრომელი....'' - აღნიშნავს თეა კეჩხუაშვილი.

სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი ამბობს, რომ ეს არის პროვოკაცია:

,,ჩემი მანქანა ირეცხება სამრეცხაოში, ნუ პროვოკატორობთ'' - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

თეა კეჩხუაშვილი მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაგირებისთვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები