ახალი ამბები
სპეციალური პრიზი - წლის ფერმერი ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან (ABL) ზუკა მახარაშვილმა მიიღო
სპეციალური პრიზი - წლის ფერმერი ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან (ABL) ზუკა მახარაშვილმა მიიღო.

ზუკა პროექტ Meurneoba Education-ს დამფუძნებელია, რომელიც პირველი ქართული ინოვაციური პროექტია და განათლების სისტემაში Enterprise to school სწავლების მეთოდს ნერგავს.

პრიზი მას "საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა" და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გადასცეს.

"ეს პრიზი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვარწმუნებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტი "მეურნეობა", იმისათვის რომ ქართული განათლების სისტემა სწრაფად დაეწიოს თანამედროვე სამყაროს. საჭიროა, სკოლებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი შემოსავალი, ხოლო ბავშვებმა სკოლის ასაკშივე შეძლონ პრაქტიკაში ისწავლონ ბიზნესის შექმნა და განვითარება. იმედი მაქვს, რომ ორ წელში მინიმუმ 10 სკოლაში შევქმნით საწარმოს და ამისთვის ყველა ადამიანის მხარდაჭერა გვჭირდება", - აღნიშნავს ზუკა მახარაშვილი.

ვრცლად

Print

სტატიის გამოყენების პირობები