ახალი ამბები
მამაკაცი, რომელიც ქარელში მოკლეს, ყოფილი პოლიციელი იყო
ირკვევა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში ყოფილი პოლიციელი მოკლეს.

58 წლის მამაკაცი დემურ ნონაშვილი სათევზაოდ იყო წასული. მის მკვლელობაში ბრალდებულია თემურ ნონაშვილი, ის მისი ბიძაშვილი იყო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ნათესავები ამბობენ, რომ გასროლა შემთხვევით მოხდა. დემურ ნონაშვილმა სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით, თავის არეში მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებული სანადიროდ იმყოფებოდა, ხოლო აწ გარდაცვლილი - სათევზაოდ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები