ახალი ამბები
,,პარტიის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა'' - კასპის ,,ენმ''
კასპის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები მოუწოდებენ პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს დატოვოს თანამდებობა.

ამის შესახებ განცხადება ფრაქციის წევრებმა დღეს გაავრცელეს.

,,ლევან ხაბეიშვილმა, თავისი თავმჯდომარეობის თითქმის ერთი წელი, ნაცვლად მისი დაპირებების შესრულებისა, გამოიყენა პარტიის გახლეჩვის, დასუსტებისა და ნგრევის პირას მიყვანისათვის. პარტიაში არის კრიზისი, რომელსაც აღიარებს და ხედავს ყველა, ბევრი ადამიანი ცდილობს მოგვარების გზებს პოვნას, თუმცა ამ გზაზე, ბარიერი არის არსებული თავმჯდომარის ღიად დაფიქსირებული, კონფრონტაციული პოზიცია.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

კასპის ,,ენმს'' წევრების განმარტებით, ,,დამდგარ კრიტიკულ ვითარებაზე პარტიის თავმჯდომარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა, რაც ერთობისკენ სვლას და შემდგომ დისკუსიას გახდის შესაძლებელს.

განცხადების მიხედვით, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დიდი უმრავლესობა, უერთდება მოთხოვნას და ხელმოწერით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.

მიმართვას ხელს აწერენ: ფრაქციის თავმჯდომარე ალექსანდრე შაქარაშვილი; ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები: ნონა დვალიშვილი; მირანდა თვარაძე; საკრებულოს წევრები: გიორგი შარიფაშვილი; მარინა ვაზაგაშვილი; აკაკი ბერიანიძე.

შეგახსნებეთ, ორი დღის წინ, პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიიდან ნიკა მელია გარიცხა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები