ახალი ამბები
ჩინეთის დახმარებით სოფელ მერეთსა და ქვემო არცევში მინისტადიონები გაკეთდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში: მერეთსა და ქვემო არცევში მინისტადიონები ჩინეთის ფინანსური დახმარებით გაკეთდება.

გორის მერიის ცნობით, პროექტი თანადაფინანსებით განხორციელდება. ორ სტადიონში 300 000 ლარი დაიხარჯება, საიდანაც 190 000 ლარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გრანტი იქნება, ხოლო დანარჩენ 110 000 ლარს გორის მერია გაიღებს.

,,სტადიონების მოსაწყობად გორის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.'' - აღნიშნულია გორის მერიის განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები