ახალი ამბები
ტელეგრამ არხის ცნობით, რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს მორიგი სხდომა ინგუშეთში გაიმართება
ტელეგრამ არხების ცნობით, რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს მორიგი სხდომა ინგუშეთში გაიმართება.

სხდომა პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. მანამდე მსგავსი შეხვედრა სექტემბერში ვლადიკავკაზში შედგა.

ინფორმაციას ოსური არხები ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საბჭოს სხდომაზე დასასწრებად კვლავ არ მიიწვიეს წარმომადგენლები ცხინვალიდან:

,,ერთ-ერთი საკითხი კვლავ შეეხება რკინიგზის მშენებლობას, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ლობირებს ინგუშეთის რესპუბლიკა. საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიამდე პირდაპირი სარკინიგზო ხაზის პროექტის სირთულის მიუხედავად, ინგუშური მხარე, რა თქმა უნდა, მუშაობს სწორი მიმართულებით" - აღნიშნულია ტელეგრამ არხის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ქართულ-რუსული ბიზნეს საბჭოს სხდომები რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ქართული დიასპორის წარმომადგნლების მონაწილეობით იმართება.

ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია ქართულ დიასპორას რუსეთში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები