ახალი ამბები
ხურვალეთის სასაფლაოს სიახლოვეს რუსეთის სამხედროებმა საგუშაგო მოაწყეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთის სასაფლაოს სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სათვალთვალო საგუშაგო მოაწყეს.

ვიდეომასალა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარვამ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ სამხედროებს მოწყობა ჰქონდათ და როგორც დავით ქაცარავა ვარაუდობს, ოფიცრებმა სამხედროებს გარკვეული სახის დავალება მისცეს.

,,როდესაც გამოჩნდა ჩვენი დრონი, მალე დაშალეს თავიანთი პოსტი და ისევ ისე გამოიყურება, როგორც რამდენიმე ხნის წინ. ფაქტია, რომ ეს აქტიურობა, რომელიც შეინიშნება თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთი რაღაცის სამზადისშია ან რუსეთი ასრულებს თავის მუქარას ე.წ. საზღვრების უფრო მკაცრად გაკონტროლებასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მუქარა და აგრესია'', - აცხადებს დავით ქაცარავა.

სასაოფლო ორ ნაწილადაა გაყოფილი. ქვემოთ ნაწილი ხურვალეთის ტერიტორიაზე მოექცა, ხოლო ზედა ნაწილი - ძუკაანთკარელები არიან დასაფლავებული. ძუკანთკარი მავთულხლართების მიღმაა დარჩენილი და ხურვალეთს ემიჯნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები