ახალი ამბები
გორის კეთილმოწყობის სააგენტოში 12 მანქანა მწყობრიდანაა გამოსული
გორის კეთილმოწყობის სააგენტოში 12 მანქანა მწყობრიდანაა გამოსული, მათ შორის, ისეთი სპეცმანქანა, რომელიც ზამთრის სეზონზე, სრული დატვირთვით უნდა მუშაობდეს.

სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 31 დეკემბრამდე 12-ვე მანქანა შეკეთდება, რაშიც 80 000 ლარი დაიხარჯება.

სპეცმანქანების შესაკეთებელად მერიამ დაიქირავა კომპანია ,,ემ ჯი მოტორსი'', რომლის ხელმძღვანელია გელა კარიჭაშვილი.

კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ყველა მანქანის შეკეთებას დეკემბერში დაასრულებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები