ახალი ამბები
გორის მერიამ 50 ტონა ტექნიკური მარილი შეიძინა
გორის მერიას წლევანდელი ზამთრისთვის 50 ტონა ტექნიკური მარილი აქვს მომარაგებული.

ამისათვის 11 ათასი ლარი ნოემბრის დასაწყისში დაიხარჯა. გასულ წელს მერიას 130 ტონა მარილი ჰქონდა შეძენილი. აქედან, როგორც კეთილმოწყობის სააგენტოდან გვაცნობეს, დარჩენილია 20 ტონა ტექნიკური მარილი.

სპეციალისტების აზრით, 1 ტონა ტექნიკური მარილი საკმარისია 1 მილი სიგრძის, თოვლიანი გზის გასაწმენდადა.

1 მილის სიგრძე უდრის 1.609 კმ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს 80 კმ სიგრძის გზის გასაწმენდად საჭირო მარაგი აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები