ახალი ამბები
ძაღლთა თავშესაფრის ყოფილ შენობებში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება - გორი
გორში სამკერვალო ფაბრიკა აშენდება. საწარმო კომბინატის დასახლებაში მოეწყობა.

კერძოდ, - ძაღლთა თავშესაფრის ყოფილ შენობებში.

შენობები ამჟამად გორის მერიის ბალანსზეა. მერიამ აუქციონზე გასატანად დოკუმენტაცია უკვე მოამზადა.

ორივე შენობის გასაყიდი საწყისი ფასია 300 000 ლარი.

,,მყიდველი ვალდებულია, ერთი წლის ვადაში მოაწყოს სამკერვალო ფაბრიკა და განახორციელოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიცია, რის შემდეგაც დაასაქმოს 100 ფიზიკური პირი.'' - აღნიშნავენ მერიაში.

შენობებს აუქციონზე უახლოეს პერიოდში გაიტანენს. კონკრეტულად ვინ არის დაინტერესებული სამკერვალო საწარმოს მოწყობით, ამ ეტაპზე უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები