ახალი ამბები
სოფელ ახალდაბის გოგონათა გუნდმა ,,ქართლის თასი'' მოიპოვა
გორში, 13 წლამდე გოგონათა შორის, ქართლის თასის გათამაშება გაიმართა მინი ფეხბურტში.

პირველ ადგილზე გავიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის გუნდი. მეორე ადგილზე - ,,ფრონე'' (ქარელიდან), ხოლო მესამე ასევე ქარელიდან, სოფელ აბანოს გუნდი.

თასის მოსაპოვებლად 6 გუნდი იბრძოდა.

შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ტურნირი თანადაფინანსებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები