ახალი ამბები
ხაშურის N3 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ხაშურის #3 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1,8 მლნ ლარი გამოყო.

ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიასთან სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება. ტენდერში მონაწილეობა კომპანია ,,ურბან სინერგიმ'' მიიღო.

ხაშურის N3 საბავშვო ბაღი გათვლილია 150 ბავშვზე.

ახალი შენობა გათვლილი უნდა იყოს, საბავშო ბაღის შესაბამის სიმძლავრეზე და სასურველია მოიცავდეს შემდეგ სივრცეებს: ცენტრალური შესასვლელი; ჰოლი; ჯგუფის ოთახი, გასახდელი, სათამაშო/სასადილო სივრცე; საძინებელი; სან კვანძი, მინ. სამზარეულო (ბუფეტი); დირექტორის ოთახი; პერსონალის ოთახი; სანკვანძი პერსონალისათვის; დამხმარე (სამეურნეო) სათავსო; დარბაზი (მუსიკალური და ფიზკულტურული მეცადინეობისათვის), ინვენტარის შესანახი სათავსით; აღჭურვილი კვების ბლოკი; ტექნოლოგიური ნაწილის გათვალისწინებით; სამედიცინო ოთახი/იზოლატორი; საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი; დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით; სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის; მნის ოთახი; დაცვის ოთახი.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხელშეკრულების დადებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები