ახალი ამბები
გორში გურამიშვილის ქუჩაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა - მამაკაცი დაიღუპა
გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.

შემთხვევა დღეს საღამოს, დაახლოებით 19 საათზე მოხდა. როგორც გვითხრეს, შეჯახება იუსტიციის სახლსა და ლომჭაბუკის სკვერს შორის მონაკვეთში მოხდა. ავტომანქანა 26 მაისის სანაპიროს ქუჩისკენ მოძრაობდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები