ახალი ამბები
გორის სოფელ ხიდისთავში მაღაზიიდან 100 ლარის ღირებულების ყველის ნაწარმი მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მაღაზიიდან 100 ლარის ღირებულების ყველის ნაწარმი მოიპარეს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გარკვეული ჯგუფის წევრები ქსელურ მარკეტში საყიდლად შედიოდნენ. ხიდისთავის შს განყოფილების თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები გუშინ დაასრულეს.

წინასწარი ინფორმაციით, დანაკლისი ყველის ნაწარმზე, პროდუქტის აღრიცხვისა და გადაბარების დროს, აღმოაჩინეს. შემდეგ მოხდა ჩანაწერების ნახვა და იქ დაფიქსირებულია, რომ ახალგაზრდები იღებდნენ ყველის ნაწარს და შემდეგ მარკეტიდან გადიოდნენ.

გამოძიების დეტალები მაღაზიის წარმომადგენლების უცნობია. მათი ინფორმაციით, მხილებული პირები არ არიან ადგილობრივი მცხოვრებლები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები