ახალი ამბები
გორის მერია ბოშურში შენობას აქირავებს საოჯახო სასტუმროს მოწყობის მიზნით
გორის მერია სოფელ ბოშურში აქირავებს შენობას, სადაც უახლოეს ორ წელიწადში საოჯახო სასტუმრო უნდა მოეწყოს.

საიჯარო ხელშეკრულების გასაფორმებლად ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა. მისი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

მერია თანახმაა, რომ შენობა იჯარით გაიცეს, რისთვისაც პირობიანი აუქციონი გაიმართება. აუქციონში მონაწილეობის მიღება სხვა პირებსაც შეეძლებათ.



ქირის საწყისი ღირებულება თვეში 600 ლარია, წელიწადში - 7200 ლარი. შენობა შეფასებულია 106 000 ლარად.

,,გამომდინარე იქიდან, რომ გორის მუნიციპალიტეტს არ აქვს დაგეგმილი ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების რაიმე დამატებითი დანიშნულებით გამოყენება, ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების მიღების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ბოშურში მდებარე ს/კ 66.61.03.101 უძრავი ქონების პირობიანი აუქციონის წესით, დროებითი სარგებლობის უფლებით (იჯარა) გაცემა.'' - აღნიშნულია განკარგულებაში, რომელიც 2023 წელს გორის საკრებულოში დაამტკიცებს.



აუქციონის პირობაა: უძრავ ქონებაზე ერთი წლის განმავლობაში მოეწყოს საოჯახო ტიპის სასტუმრო და დასაქმებულ იქნეს 5 ადგილობრივი მოსახლე; უძრავი ქონება იჯარის ფორმით გაცემულ იქნეს კომერციული დანიშნულებით; უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოები შეთანხმებულ იქნას გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილებასთან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები