ახალი ამბები
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გორში 16 ქალი დაჯილდოვდა
დღეს გორში გაიმართა შეხვედრა იმ ქალებთან, რომლებმაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს.

16 ქალი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

დაჯილდოებულები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და.ა.შ.

ღონისძიება გაიმართა ორგანიზაცია "ქალი და განვითარება"-ს მიერ და მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას - "გენდერული ძალადობის წინაარმდეგ 16 აქტიური დღე"

"ქალი და განვთარება"-ს დირექტორმა ფატი ბუხრიკიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა მოკლე ინფორმაციას საერთაშორისო კამპანიის "16 აქტიური დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ" დაფძუნების ისტორიას და კამპანიის დარგლებში მნიშვვნელოვანი თარიღღების შესახებ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები